უმძიმესი ბრალდებები საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ | "მთავარმა" მოიპოვა დოკუმენტაცია, რომელიც მისი დაკავების საფუძველი გახდა

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხს" ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ნიუ იორკის აღმოსავლეთ ოლქის სასამართლომ ინტერპოლს წარუდგინა საქართველოს მოქალაქის დასაკავებლად. დოკუმენტი მოიცავს ნეონაცისტური ტელეგრამ  არხების ე.წ. სქრინებს, სადაც უმძიმესი ჩანაწერებია. სწორედ ტელეგრამ არხების საშუალებით აძლევდა ის მითითებებსა და დავალებებს თანამოაზრეებს. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მიმდინარე სკანდალური გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 20 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, მეტსახელად "მეთაური ყასაბი", რომელიც ახალი წლის პერიოდში ებრაელი ბავშვის მკვლელობას გეგმავდა. ის მათთვის სანტა კლაუსის ფორმით აპირებდა მოწამლული ტკბილეულის დარიგებას. მიზანი იყო, თავდასხმა 2011 წელს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტზე უფრო მასობრივი ყოფილიყო.

ჩხიკვიშვილი სტამბოლი-კიშინიოვის რეისზე, 6 ივლისს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს - ძალადობრივი შეთქმულება, ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება-გამოყენება, მუქარისშემცველი კომუნიკაცია. ჩხიკვიშვილს 50 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი