საქართველოს საკონსტიტუციოს მოსამართლის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვასილ როინიშვილის ცოლი, 2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში მუშაობდა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დიანა ცინდელიანმა, რომელის რუსეთის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტში, კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილეა - წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 1130,41 რუბლის შემოსავალი მიიღო. 

დეკლარაციის მიხედვით, ცინდელიანი 2024 წელს ცინცაძის ქუჩაზე 142 290 ლარად შეძენილ 81,64 კვ.მ ბინას ფლობს. 

რაც შეეხება ვასილ ორინიშვილს, მას ბათუმსა და თბილისში აქვს ბინები, მიწის ნაკვეთი მცხეთაში, ასევე ავტოფარეხები თბილისსა და ბათუმში. 

წინა დეკლარაციაში, რომელიც როინიშვილმა 2023 წლის 10 მაისს ჩააბარა ცოლი და შესაბამისად მისი სამსახური საერთოდ არაა მითითებული. როინშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე 2020 წელს გახდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი