მოქალაქე ლუკა კინწურაშვილმა, რომელიც პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დატოვა. მან უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 9 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ადვოკატი ამბობს, რომ იკვეთება სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რაც იკვეთება იმ ფრაზებიდან და მიმართვებიდან, რასაც ადგილი ჰქონდა ინციდენტის დროს.
უწყებამ გამოძიება დაიწყო და დღესვე კინწურაშვილი გამოიკითხება, როგორც დაზარალებული.
"არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, შიშის შეგრძნება მაქვს, მაგრამ ნუ სხვა ალტერნატივა არ მქონდა, ერთადერთი გამოსავალი და ბერკეტი ეს არის, რომ მივმართო", - თქვა კინწურაშვილმა.
კინწურაშვილს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, მარიამ პატარიძე იცავს.