სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის - თურნავა ლარზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით სერიოზული ნეგატიური მოლოდინები არ არსებობს და არც სერიოზული რყევებია მოსალოდნელი. 

რა თქმა უნდა, უჭირს ჩვენს ეკონომიკას, უჭირს მსოფლიო ეკონომიკას, ბევრი გამოწვევაა პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის. იგივე რეგიონის ქვეყნებს რომ შევადაროთ, გაცილებით ნაკლები რყევებია ჩვენთან, - ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრი ამ განცხადებებს იმ ფონზე აკეთებს, როცა ლარი ისტორულ მინიმუმს უახლოვდება და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 3 ლარად და 21 თეთრადაა შესაძლებელი.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეების გაუფასურების ტენდენციის შესამცირებლად რეზერვი, 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა გაუფასურება არც ამას შეუჩერებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი