ხონის მუნიციპალიტეტში, ასხის მთაზე, მწყემსმა მწყემსი მოკლა. რა გახდა მათ შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, უცნობია. მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი