დააკავეს პირი, რომელიც იღებდა როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა | არსებული ინფორმაციით, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა და დაიღუპა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით, სავარაუდოდ, ხუციშვილის ქუჩიდან გამოსულმა ეკიპაჟმა მას გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა.

საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია რატომ აედევნა საპატრულო პოლიცია ბიჭს. შუქნიშანთან დამონტაჟებულ კამერაზე წესით ასახული უნდა იყოს დღეს დილით, დაახლოებით 5 საათზე მომხდარი შემთხვევა.  

შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, გიკა მოდებაძე. ჩვენთვის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. ჩვენი ინფორმაციით, რასაც ოჯახიც ადასტურებს, მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი