თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილია. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეთა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უცნობია დააკავეს ან გამოკითხეს თუ არა საპატრულო ეკიპაჟის წევრები.
ამ დრომდე იზოლატორში რჩება ის თვითმხილველი, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან ვიდეო მასალა ინტერნეტში გაავრცელა. აღნიშნული პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან.