ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში კაცი დაჭრეს. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათი ცნობით, დაჭრას წინ რამდენიმე ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტში მონაწილე პირები გარდაცვლილი ადამიანის წლისთავზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის, კონფლიქტი მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა ბრალდებული დაკავებული. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი