საბედისწერო შეცდომა თუ მძიმე სენის გამო დამდგარი ფატალური შედეგი - ბაბუციძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ 50 წლის კაცის სიცოცხლე არა სიმსივნემ, არამედ ექიმების დაუდევრობამ იმსხვერპლა. შუახნის კაცის სხეულში გარდაცვალების შემდეგ, სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩინეს.
გარდაცვლილის ქვრივი ყვება, რომ სამედიცინო მასალა მუცელში ოპერაციის შემდეგ დარჩათ, ალექსანდრე (ავთანდილ) ბაბუციძის მდგომარეობა დამძიმდა და ის ოპერაციიდან 1 თვეში გარდაიცვალა. თეონა ბაბუცაძე ქმრის გარდაცვალებას ინგოროყვას კლინიკის ექიმების დაუდევრობას უკავშირებს. ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მკურნალია ექიმი და კლინიკა.
გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ბაბუცაძეს 7 ივნისს ჩაუტარდა. 50 წლის კაცს სიმსივნური წანაზარდის ნაწილი მოკვეთეს. ოპერაცია წარმატებულად შეფასდა, ექიმებმა პაციენტთან მკურნალობის შემდეგ ეტაპი დაგეგმეს და სახლში გაწერეს.
გარდაცვლილის ცოლი "შაბათის მთავართან" იხსენებს, რომ ოპერაციის შემდეგ მის ქმარს ინგოროყვას კლინიკაში გეგმიური გამოკვლევები ჩაუტარეს, მათ შორის მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, თუმცა ჩატოვებული ბინტი ვერ დაინახეს.
გარდაცვლილის ოჯახი ქიმების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს.