ქუთაისში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა. რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, ამბობენ, რომ მდგომაროება სტაბილურია, თუმცა საჭიროა ოპერაცია:
შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწვრობა. გაეწია პირველადი დახმარება. არის სტაბილური, პარალეტრები ექვემდებარება მართვას. დასჭირდება ქირურგიული ჩარევა"- ამბობს ირაკლი გოგინავა.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა დღეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ენერგო - პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ქუთაისში, რკინიგზაზე მომხდარი შემთხვევის დროს, ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო.