დენი გათიშული იყო - "ენერგო-პრო ჯორჯია" ქუთაისის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

ენერგო - პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ქუთაისში, რკინიგზაზე მომხდარი შემთხვევის დროს, ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო. კომპანიის წარმომადგენელი "მთავართან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ ხაზზე დენის მიწოდება 14 საათსა და 18 წუთზე გაითიშა და მუშებმაც სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყეს:

მოთხოვნის შესაბამისად აღნიშნულ სადენს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელიდან არ მიწეოდებოდა ელექტრო ენერგია. ხაზი გაითიშა 14 საათსა და 18 წუთზე. ამის შემდეგ დაიწყეს ხაზზე მუშაობა. ელექტრო ენერგია შეწყვეტილი, რომ არ ყოფილიყო ხაზზე მუშაობის დაწყებასაც, რა თქმა უნდა ვერ შეძლებდნენ. უნდა ითქვას, რომ არც მომდევნო პერიოდში არ აღდგენილა ძაბვის მიწოდება კომპანიის ქსელიდან. არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრრდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა, ის მიმართულებაც არ არის ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრება - ამბობს ავთო დვალშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი