დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სასამართლოს მოლოდინია. მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე ამ წუთებში მსჯელობს. დაკავებულს სახელმწიფო ბრალდება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება და მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამ პოლიციელის მიერ დევნის ოპერაციის დროს დაიღუპა 19 წლის ახალგაზრდა.
შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2 დღის წინ მოხდა. სამართალდამცველები მოტოციკლით მოძრავ მამაკაცს მისდევდნენ, რა დროსაც პატრული ერთ-ერთმა ეკიპაჟმა სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამას კი ავტოავარია და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.