დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც 19 წლის ბაიკერის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ აღკვეთზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატი დაკავებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

დაკავებულს ბრალი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ,  შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 19 ივლისს მოხდა. სამართალდამცველები მოტოციკლით მოძრავ მამაკაცს მისდევდნენ, რა დროსაც პატრული ერთ-ერთმა ეკიპაჟმა სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამას კი ავტოავარია  და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბრისთვის ჩაინიშნა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი