უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს | უწყებაში დღეს კონსტანტინე ჯღამაია მივიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს. ცოტა ხნის წინ უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა კონსტანტინე ჯღამაია. ადვოკატმა თქვა, რომ ჯღამაიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსითაა უწყებაში დაბარებული.

"სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლია, შეთქმულება და ამბოხება. როდესაც დაიბარეს ბატონი კონსტანტინე, იყო ერთ მუხლზე საუბარი, ამ შემთხვევაში, რა ინფორმაციაც გაავრცელა სუს-მა ჩვენ უნდა მივიღოთ შიგნით ეს ინფორმაცია კონკრეტულად. მის დაბარებას [ვუკავშირებთ] ალბათ მისი ცხოვრების სტილს და იმას, რომ იბრძოდა უკრაინაში, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ", - თქვა ადვოკატმა.

ვეტერანი აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან მისი განმარტებით, დასამალი არაფერი აქვს. გამოკითხვაზე დაბარებულების ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მათი დასჯა სურს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლის გამო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი