14 მაისს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით, მოსამართლე ნათია გუდაძემ არ გაითვალისწინა.

ორივე ახლგაზრდას პროკურატურა პარლამენტთან რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვა დემონსტრანტებთან ერთად 14 მაისს, პარლამენტთან, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი