დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გელა კახაბრიშვილი. კითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმისა და ამბოხების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს. სხვა დეტალები უცნობია, რადგან კახაბრიშვილის ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილი ინფორმაციით, ეს სისხლის სამართლის საქმე 2015 წელსაა აღძრული, 2017 წელს მას დაემატა მუხლი სახელმწიფო გადატრიალებაზე. მისი თქმით, უნდა აღმოიფხვრას საშიშროება, თუ ასეთი არსებობს "რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს, იმიტომ, რომ თუ ამდენი ხანი იგეგმება, ამდენ ხანს გარკვეული ქმედებებიც უნდა მოჰყვეს".
"სისულელეა რა, მებრძოლი მაგას არ ფიქრობს, რა დროს ტერორისტული აქტია და რა დროს აფეთქებაა, არ ვიცი, რა სისულელეა, მართლა სისულელეა. მებრძოლ კაცს, რომ ტერორისტულ აქტს ეტყვი და აფეთქებას და ეგეთ რაღაცას, მებრძოლი კაცი მაგას არ გააკეთებს, ვინც აქ არის ჩამოსული ხომ?! არც ერთი არ გააკეთებს მაგას", - თქვა კახაბრიშვილმა.
ბოლო დღეებში გამოკითხვაზე მასობრივად იბარებენ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ვეტერან სამხედროებს.