თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვაჟა ცეცაძე იკითხება. ის აგვისტოს ომის ვეტერანი და რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეა. მასთანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე აქვს კითხვები. საქმეს გრიფით საიდუმლოა და სავარაუდოდ, ვაჟა ცეცაძესაც ხელს გაუთქმელობაზე მოაწერინებენ.
"პირველი ზარი რომ შემომივიდა გამომძიებლისგან, მან მითხრა, რომ რაღაც შეთქმულებასთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული, ამის შემდეგ, მე მგონი ტვ იმედმა გააჟღერა, რომ მეორე მუხლი იყო რაღაც ტერორიზმთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი, ჩემ თავს ვეკითხები და ასეთი რამ არც მახსენდება რომ ვინმესგანაც კი მომესმინოს. ჩვენი პროფესიონალიზმი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე უნდა გამოვიყენოთ, ძალიან მაგრად შემცდარა, ჩვენ ვიბრძვით მთელი ცხოვრება, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უსაფრთხო", - თქვა ვაჟა ცეცაძემ.
დღეს დილით სასამართლოში გამოკითხეს კიდევ ერთი ვეტერანი გელა კახაბრიშვილი.