წიქარიშვილი განჩინებას ითხოვს და სამართლებრივ ბრძოლას იწყებს | მოსამართლის გადაწყვეტილება, როგორც საშიში პრეცედენტი

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ახალი სამართლებრივი დავის მიზეზი ხდება. კახა წიქარიშვილი, რომლის დანიშვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლე ლელა ფოლადიშვილმა შეაჩერა, განჩინებას ითხოვს, რის საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეჩერება. 

სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებაში უხეშ ჩარევად და კონსტიტუციის ღიად დარღვევად აფასებენ იურისტები მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელის დაკმაყოფილებას, რომლის მიღმა პოლიტიკური მოტივი იკვეთება. ყოფილი მოსამართლეებისთვის ეს  საშიში პრეცედენტია,  განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში და იმის  დემონსტრირება, რომ სასამართლო კლანის გავლენა სისტემაზე მყარი და განუსაზღვრელია. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი