ჭიათურაში მოზარდს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში მდებარე “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოზარდს კორონავირუსი  დაუდასტურდა. მოზარდმა კლინიკას 15 სექტემბერს მიმართა.

“ჯეოჰოსპიტალსის” ხელმძღვანელის დავით ბიწაძის თქმით, მოზარდი ბათუმში იმყოფებოდა და ვირუსი მის შემთხვევაში მსუბუქი ფორმითაა.

“ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში  სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. პერსონალს და კლინიკაში მყოფ პირებს კი კორონავირუსზე გამოიკვლევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი