"ღუპავენ 400 ლარის გულისთვის" | ომარ ოკრიბელაშვილ და საბა მეფარიშვილი ისევ პატიმრობაში დატოვეს

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული 19 და 23 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პროცესი მიმდინარეობს. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა მათ პარლამენტთან აღმართული რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავება, რომლის ფაქტობრივი ღირებულება 250 ლარია, ხოლო 150 ლარი - ხელობა.

დღეს საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებულების ადვოკატები ისევ აღკვეთის გადახედვას ითხოვდნენ, როგორც იურისტები განმარტავენ, ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა, უკვე ანაზღაურებულია და შესაძელებელია გირაოს თავდებით მოხდეს ბრალდებულების გათავისუფლება. მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი 30 ივლისს, 4 საათზე გაიმართება.

სხდომაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გამოიკითხა, მოწმეს არ უთქვამს, რომ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ აზიანებდნენ ბრალდებულები ჯებირს. მან თქვა, რომ ინფორმაცია ბრალდებულებზე მიიღეს რამდენიმე ტელეარზის მიერ გადაღებული კადრების გაშიფრვის შემდეგ.

"უსამართლობაა ძალიან, იმას არ შეესაბამება, რაც ჩემმა შვილმა ჩაიდინა. [...] ჩატარდა ადვოკატებისგან და ყველაფერი, ექსპერტიზა გაკეთდა სამაგისოდ, 250 ლარი არის ზიანი, 150 ლარის ხელობის, რომ მივიდა მაგ საკითხამდე, არა, ახლა ჯგუფურს ედავებიან. არ ვიცი მე რისი მცდელობაა, რას უძახიან და როგორ არის, მაგრამ ეს ორი ახალგაზრდა ამ აქციის გამო რომ ისჯება და სამაგალითოდ ხდება, ფაქტია", - ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის დედა, შორენა ხომერიკი.

საბა მეფარიშვილის დედა, შორენა როხვაძე ამბობს, რომ ორივე ახალგაზრდას სახელმწიფო სამაგალითოდ სჯის, სხვების დასაშინელბად. მისი თქმით, 

"სჯიან ამ ორ ახალგაზრდას, რომ სხვები დაშინდნენ, მაგრამ ამათი, ორი ადამიანის დაჭერით, ვერავის ვერ დააშინებენ, მთელ ახალგაზრდობას სხვათა შორის. ვერც ერთს ვერ გააჩერებენ. [...] მზად ვართ ჩვენ ეს ზიანი ავანაზღაუროთ, 400 ლარზე კი არა 1 000 ლარზეც რომ იყოს, ავანაზღაურებთ.... 400 ლარზეც ლაპარაკიც არ უნდა  იყოს, 250 ლარი ერთი და 100 ლარი თურმე გაკეთებას სდომებია, სირცხვილი მთავრობის, ამას ვიტყვი. ღუპავენ ნამდვილად 400 ლარის გულისთვის", - ამბობს შორენა როხვაძე.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი