მკვლელობა თელავში | სოფელ ლალისყურში 2 კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში 2 კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა, ის ადგილზე მისულ სასწრაფო საამედიცინო დახმარების ეკიპაჟს უკვე გარდაცვლილი დახვდა. მეორე მამაკაცი კი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავაფრაუდო დამნაშავე მათივე თანასოფლელი მამაკაცია. ის შემთხვევის ადგილიდან მიიიმალა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარაუდო დამნაშავეს. რა გახდა დაპირსპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი