2:1 - თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა

გამოქვეყნდა:

თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრინციპული მატჩი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მოსკოვის "დინამო" საქართველოში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდა.

პირველი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 1:0. 76-ე წუთზე კი გავაშელიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.

მატჩის ბოლოს მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს და ანგარიში 2:1-მდე შემცირდა.

მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ინციდენტებიც მოხდა. "პუტინ ხუილოს" შეძახილებისთვის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციელებმა გულშემატკივრები გააძევეს, ხოლო ჟურნალისტს, რომელიც მაისურზე წარწერით, ოკუპაციას აპროტესტებდა, სამართალდამცველება მაისურის გახდა მოსთხოვეს.

დღევანდელ მატჩამდე კი ბოლო საფეხბურთო დაპირისპირება რუს და ქართველ ფეხბურთელებს, სანაკრებო დონეზე, 2003 წლის 30 აპრილს ჰქონდათ.

ისტორიული თამაში პრინციპულ მეტოქესთან 17 წლის წინაც "ლოკომოტივის" სტადიონზე შედგა. საქართველოს ნაკრებმა მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლით რუსები 1:0 დაამარცხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი