"პუტინ ხუილოს" შეძახილებისთვის ქართველმა პოლიციელებმა გულშემატკივრებს ლოკომოტივის ტერიტორია დაატოვებინეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ამ წარწერის გამო, ქართველმა სამართალდამცველებმა ქართველ სპორტულ ჟურნალისტს, რომელიც მოსკოვის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" მატჩს ესწრებოდა, მაისურის გახდა მოსთხოვეს. მიზეზად კი დაასახელეს, რომ სტუმრებს- რუს ფეხბურთელებს, დისკომფორტი შეექმნებოდათ.

გარდა ამისა, ლოკომოტივის სტადიონზე სხვა ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ გულშემატკივრებს ტერიტორია იმიტომ დაატოვებინეს, რომ ისინი "პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ.

თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის" დინამოს" შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამ წუთებში მიმდინარეობს. მატჩს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე მაყურებელი ვერ ესწრება და სტადიონზე მხოლოდ ჟურნალისტები იმყოფებიან.

კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მოსკოვის "დინამო" საქართველოში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდა 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი