საქმე აღძრულია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით, თუმცა დიდი ალბათობით, მუხლი დამძიმდება | ლადო მენაბდე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ლადო მენაბდის გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. მენაბდემ გამომძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ თავდასხმის შეახებ, რომელიც ჩვენი გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ გუშინ სუფსაში მოხდა. 

პარალელურად გამოიკითხა ოპერატორი, მანუჩარ მჟავანაძე. ვიდეოკამერა კი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა. 

"საქმე აღძრულია 154-ე მუხლით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. თუმცა, როგორც ვხვდები, გამოძიების მიმდინარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ეს მუხლი დამძიმდება, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ძალადობასთან და ასევე, სხვისი ქონების დაზიანებასთან. პარალელურად მიმდინარეობდა, როგორც ჩემი გამოკითხვა, ასევე მანუჩარ მჟავანაძის, ჩვენი ოპერატორის. ექსპერტიზაზე გადაიგზავნა ჩვენი ვიდეოკამერა," - განაცხად ლადო მენაბდემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ივლისს, ლადო მენაბდესა და მანუჩარ მჟავანაძეს სოფელ სუფსაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას "ოცნების" მხარდამჭერი ზონდერები დაესხნენ თავს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყებას აქვს თავდასხმის ამსახველი ვიდეო მტკიცებულება, საიდანაც თავდამსხმელების იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი