რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის - ფრიდონ ბუბუტეიშვილის პროცესი დასრულდა.

დაცვის მხარე პატიმრობის გადახედვას და აღკვეთის ღონისიძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 20 წლის ბიჭი პატიმრობაში დატოვა. 

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ აქციაზე ბიჭმა ქვა ესროლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო. 

"ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნულ ადამიანს რომ ხელი დაულურჯდა, თურმე 7 წლამდე პატიმრობა ეკუთვნის აღნიშნულ ადამიანს, არა არსებობს ამ საქმეში მტკიცებულებები", - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

დღეს გაიმართება გიორგი შანიძის პროცესიც, მას სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავებიან. ის და უფლებადამცველი ამბობენ, რომ სამართალდამცავების მიერ დაკავებულზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი