კალაძე TV პირველის წინააღმდეგ | მერმა აღსრულების ბიუროს მიმართა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი  "TV პირველის" წინააღმდეგ აღსრულების ბიუროს მიმართავს. კახა კალაძე  სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას მოითხოვს. 

2 წლის წინ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კალაძის სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ და ოპოზიციურ არხს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ეს გადაწყვეტილება ზემდგომმა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს. 

ტვ პირველის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო, მერმა კი აღსრულების ბიუროსთვის მიმართვა რვა თვის შემდეგ, ივლისში გადაწყვიტა. 

არხის მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე ამ ყველაფერს თბილისის მერის  ქონების შესახებ მასალაზე მუშაობას უკავშირებს. 

 „სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთება, რომ თბილისის მერის მიზანი არ ყოფილა ინფორმაციის გასწორება. ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ფინანსური წნეხის განხორციელება... ტელევიზიას უჭირს საოპერაციო ხარჯების დაფარვაც კი. არხს არ აქვს თავისუფალი თანხა, რომლითაც მოახერხებს ამ ჯარიმის გადახდას“, აცხადებს ნოდარ მელაძე.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ TV პირველის წინააღმდეგ სარჩელის აღსრულების მოთხოვნით ბიუროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამაც მიმართა. ფაცაცია ირაკლი კობახიძის სიძეა. 

განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ორგანიზაციაში  საგანგაშოდ მიიჩნევენ კრიტიკული ტელევიზიის მიმართ  აღსრულების პროცესის დაწყების მოთხოვნას.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი