ავარია რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე | დაღუპულია ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი სტვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს ბენზინი გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მძღოლი, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი