საქართველოს მმართველი პრორუსული რეჟიმი 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 3-დან 6 წლამდე ვადით ციხეში 150 ლარიანი ზარალის გამო უშვებს. ამ აბსურდამდე მისული უსამართლობის მიზეზი კი ისაა, რომ ორივე ეს ახალგაზრდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეა. მათ გამოძიება ედავება სახელმწიფო ქონების დაზიანებას. საუბარია პარლამენტთან აღმართული რკინის მასიური ჯებირის დეფორმაციაზე.
თავისთავად ამ კონსტრუქციის ღირებულებად საქმის მასალებში მითითებულია 250 ლარი, მაგრამ ის არ განადგურებულა და ამას ისიც ადასტურებს რომ მისი შეკეთება 150 ლარი დაჯდა. ორივე ეს ახალგაზრდა მესამე თვეა პატიმრობაშია.