რუსული კანონის გასაუქმებლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

გამოქვეყნდა:

დღეს, 29 ივლისს, რუსული კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა მიმართეს. სარჩელს ხელს 38 დეპუტატი აწერს. ეს მესამე სარჩელია, რომელიც კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციოში შევიდა, მანამდე სასამართლოს მიმართა პრეზიდენტმა და არასამთავრობო სექტორმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავას თქმით, მაღალი მოლოდინი არ აქვთ, რომ სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთას არ დაექვემდებარება, მაგრამ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ოპოზიციის სახელით, საზოგადოების სახელით ამ ბერკეტების გამოყენებითაც შეეწინააღმდეგონ რუსულ კანონს. 

"ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას. კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციების ამოქმედება იწყება 3 სექტემბრიდან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა რომელზეც შეჩერების საკითხი იქნება განხილული", - თქვა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი