გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ | თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარს გამოძიება იძიებს - დაკავებულია 43 წლის კაცი

გამოქვეყნდა:

შემზარავი ბრალდებით დაკავებული 43 წლის მამაკაცი წინაწარ პატიმრობაშია. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებული პირი განსასჯელის სკამზე 7 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით აღმოჩნდა. შემთხვევა თბილისში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე მოხდა.

ბრალდებულმა სკოლის მოსწავლე, რომელიც დედასთან ერთად იმყოფებოდა, მოტყუებით გაიტაცა. ბავშვმა სავარაუდო მოძალადისგან თავის დაღწევა შეძლო და უმძიმესი ფაქტის შესახებ დედას უამბო. სამართალდამცველებმა ბრალდებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებისა და მისი იდენტიფიცირების შემდეგ დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი