24 წლის გოგოს გატაცების საქმე | გამოკითხვები გრძელდება, ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან გატაცებული ახალგაზრდა ქალი პოლიციამ გუშინ, დღის ბოლოს იპოვა. ოჯახის ინფორმაციით ამ დროისთვის შეიარაღებული გატაცებისა და უკანონოთ თავისუფლების აღკვეთის საქმეზე ორი პირია დაკავებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს არ ადასტურებს. ოფიციალურად სამძებრო სამუშაოები გრძელდება. 

ცოტა ხნის წინ დატოვა გიუნელ გასანოვას მამამ სოფელ აფენის პოლიციის განყოფილება. მან პოლიციას გატაცებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებლებმა გოგო ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს, დევნის ოპერაციას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი ახორციელებდა, თუმცა ბიძის მტკიცებით, მათ შეწყვიტეს დევნა, რადგან მანქანა ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა. ოჯახს ასევე აინტერესებს როგორ მოახერხეს გამტაცებლებმა გაქცევა, როცა პოლიციამ 24 წლის ქალს მიაგნო. 

დღეს "მთავართან" ისაუბრა გატაცებულის ბებიამ. 75 წლის ქალი გატაცების მომენტში შვილიშვილთან ერთად იყო, მას ხელი ჰკრეს და დაეცა, მიიღო სხვადასხვა დაზიანებები. ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

24 წლის გოგო, ოჯახის ცნობით, თელავის პოლიციის სამმართველოშია.

"პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს გუშინ, დაახლოებით 10 საათზე. პოლიცია გოგოს ნახვის უფლებას ჯერ არ გვაძლევს. რაც ვიცი, მან საჩივარი დაწერა თუ როგორ მოიტაცეს, რა ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ, რომ იარაღით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ რომ ნათესავებს მოუკლავდნენ... დაგვპირდნენ რომ მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს. ჩვენი გოგო მოიტაცეს, როგორ უნდა ვაპატიოთ? რა ვაპატიოთ? გოგო იტაცებენ, ცემენ, იარაღით ემუქრებიან ზეწოლას ახორციელებენ, ეს როგორ ვაპატიოთ, ვითხოვთ გამტაცებლის დაკავებას და მისი კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას", - ყვება ბიძა. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი