იმერეთში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

იმერეთში მასშტაბით  გუშინ, 17 სექტემბერს 1 132 ნიმუში აიღეს, მათგან კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ინფიცირების თითქმის ყველა შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლასთანაა დაკავშირებული, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ფაქტიც. 

შალამბერიძის განცხადებით, შესწავლილია გუშინ ჭიათურაში ინფიცირებული მოზარდის ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციში არიან გადაყვანილნი. მოზარდს სკოლასთან კონტაქტი არ ჰქონია.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 119;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 435;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი