ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მუშის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, რკინიგზის ხაზზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მუშის მდგოარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტს სხვადასხვა არეში მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, ასევე, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი.

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე წინასაოპერაციო მოსამზადებელი პროცედურები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა 17 სექტემბერს თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. მუშები ელექტროგადამცემი ხაზის მავთულს ჭიმავდნენ, რა დროსაც დენის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ენერგო - პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ქუთაისში, რკინიგზაზე მომხდარი შემთხვევის დროს, ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი