დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 129 აჭარიდანაა, 34 თბილისიდან - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს 18 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 182 კორონავირუსის შემთხვევიდან 129 აჭარიდანაა, 34 კი თბილისიდან.

182 შემთხვევის განაწილება შემდეგია, აჭარა არის 129, აქედან ბათუმი გახლავთ 114, 11 არის ქობულეთი, 3 ქედა, 1 შუახევი, თბილისი არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში 11, ქვემო ქართლში რუსთავის სახით არის 4, გურიაში - 3 და კახეთში 1, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, ჯამში ქვეყანაში საავადმყოფოებსა და სასტუმროების სივრცეებში 1 657 პაციენტს მკურნალობენ მათგან 11 კრიტიკულად მძიმეა ხოლო 75-ზე მეტი მძიმე.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 119;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 435;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი