114 ბათუმი, 11 ქობულეთი, 3 ქედა, 1 შუახევი - კორონავირუსის შემთხვევები აჭარაში

გამოქვეყნდა:

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 000-მე მეტი PCR ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, მათი განაწილება შემდეგია: 114 ბათუმი, 11 ქობულეთი, 3 ქედა, 1 შუახევი.

კლინიკებში 341 პაციენტია მოთავსებული, კარანტინში, მეთვალყურეობის ქვეშ კი - 223. გასული ორი დღის განმავლობაშ გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო მეშვიდე კლინიკამ - ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა. რეგიონის სამედიცინო დაწესებულებეში მობილიზებულია 500-მდე საწოლ ფონდი.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 119;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 435;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი