გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
მისი განცხადებით, დღეს დილით დადასტურებული სამივე შემთხვევა ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტებია. 11 და 14 წლის ბავშვები, რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდათ ინფიცირებული ქალის შვილები არიან, ხოლო კიდევ ერთი, 6 წლის მოზარდი ოჯახის ახლობელია.
ბავშვები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ეპიდემიოლოგები აგრძელებენ გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ტირძნისსა და ქიწნისში ეპიდკვლევას და შესაძლო კონტაქტების დადგენას.
18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.