კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში გაკეთდა.

ინფიცირებულთაგან ერთი ლაგოდეხს, მეორე კი სოფელ მატანს უკავშირდება.

საუბარია ლაგოდეხში, გელაშვილების კლასტერზე, რომელიც აჭარიდან შემოტანილი შემთხვევაა. მატანში კი ვირუსი გორში გამართულ ქორწილში მყოფი პირის კონტაქტს დაუდასტურდა.

ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 32 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 119;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 435;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი