რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალს დღეს წაუყენებენ

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია რამაზ ხარაზაშვილის დაჭრის საქმეზე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ბესელიას ბრალს დღეს წაუყენებენ. 

რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლით დაიწყო. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, იუნკერების გუნდის კაპიტანმა, ხარაზიშვილმა, სოციალური ქსელის საშუალებით საქმეში ბესელიას დამნაშავეობა უკვე დაადასტურა

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იუნკერების გუნდის კაპიტანი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი