გაუფასურებული ლარი, ჩამოშლილი ეკონომიკა - პარლამენტში თურნავას უსმენენ

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ინიციატივით, პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ. 

ოპოზიციის მთავარი კითხვები კოვიდპანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ლარის გაუფასურებას შეეხება. 

რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ შეცვალოს თვითკმაყოფილი განწყობა და ჩვენი მოქალაქეების დაცინვა? - აი ეს არის "ევროპული სააქართველოს" მთავარი კითხვა. ჩვენ გვინდა, რომ დღეს  ეკონომიკის გამოსწორების გეგმა განვიხილოთ პარლამენტში, - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია. 

ნათია თურნავას ოპონენტების კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. პარალელურად კი "ქართული ოცნება" ამტიცებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა აუცილებლად იქნება ეფექტური.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი