დღეს, 18 სექტემბერს, პარლამენტში ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში თურნავა ინტერპელაციის წესით წარსდგება.
ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა, შესაბამისად, ისინი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.
საპარლამენტო სხდომა 12 საათზე დაიწყება.