შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. მათმა ნაწილმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ნაწილი კი იძულების წესით იქნა გაძევებული ქვეყნიდან.
უწყების ცნობით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის საფუძველზე, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, უზბეკეთის რესპუბლიკის, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს და ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეები.