პუტინის რეჟიმი რაც მოვიდა მთავრობაში, ეგ ხომ გასაგებია, დგას მსგავს ადამიანებზე | ზელიმხან ხანგოშვილის ძმა კრასიკოვზე

გამოქვეყნდა:

დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული, ვადიმ კრასიკოვიც გათავისუფლდა. "მთავართან" საუბარში აღნიშნულს აფასებს მისი ძმა, ზურაბ ხანგოშვილი. ის ამბობს, რომ არ გამორიცხავდა ეს მომხდარიყო, თუმცა ადვოკატებისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მკვლელი ვერ გათავისუფლდებოდა თუ სასჯელის ნახევარს მაინც არ მოიხდიდა. 

ის ამბობს, რომ საკითხზე დავას არ გააგრძელებენ, რადგან მკვლელი რუსეთში უკვე დაბრუნდა.

"პუტინის რეჟიმი რაც მოვიდა მთავრობაში, ეგ ხომ გასაგებია, დგას მსგავს ადამიანებზე და ეს ხომ ბანდიტების ქვეყანაა. რა თქმა უნდა, არ მქონდა გამორიცხული, რომ ეს მოხდებოდა ასე, რომ ჯილდოს მიანიჭებდნენ. ვიცოდი, რომ სამუდამო ამათი იყო 18 წელი, იმის შემდეგ გადახედავდნენ საქმეს, რის შემდეგაც შეიძლებოდა მისი გამოშვება, მაგრამ, ამ ეტაპზე მე მარწმუნებდნენ ადვოკატები, რომ გერმანული კანონით არ შეიძლებოდა მისი გამოშვება, სანამ ნახევარ სასჯელს მაინც არ მოიხდიდა. დავას, რა თქმა უნდა, არ გავაგრძელებთ, რადგან არა მგონია, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს, უკვე დაბრუნდა კაცი თავის ოჯახში," - განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა. 

ცნობისთვის, კრასიკოვს გერმანიაში ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი