"პროკურატურა ამაოდ ცდილობს რაღაც დამაბრალოს" | მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაბაევის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

გორის რაიონულ სასამართლოში ანტისაოკუპაციო "რესტო ბარის" მფლობელის, იოსებ ბაბაევის პროცესი გაიმართა. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თავად ბიზნესმენი კი ამტკიცებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ წყაროსგან ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს იოსებ ბაბაევი ქალაქში გადაადგილდებოდა ავტომობილით, რომელშიც იარაღიც ჰქონდა და "ქუჩურ გარჩევას" აპირებდა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ამოიღეს ავტომატი და "მაკაროვის" ტიპის იარაღი. დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული გამოგონილი ისტორიაა, რაც დასტურდება ექსპერტიზის პასუხების ნაწილიც. იარაღზე ბაბაევის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. 

მოსამართლე დავით მაკარაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარის შუამდგომლობები. დაცვის მხარე საქმის საერთოდ შეწყვეტას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, განხილვა გაგრძელდება. 

"პროკურატურა ამაოდ ცდილობს რაღაც დამაბრალოს. გორის რაიონულ პოლიციას აქვს 22 კამერა, გარე პერიმეტრში და შიდა პერიომეტრში, მაგრამ 4-5 რიცხვებში კამერების ჩანაწერები ვერ მოიძებნაო, ეგეთი პასუხი აქვთ, შეიძლება ორში და პირველში აქვთ ჩანაწერები და რვაში და ცხრაში, მაგრამ ოთხში და ხუთში არ აქვთ. წაშალეს რა თქმა უნდა, იქ ნათლად ჩანს როგორ ძალადობდნენ, როგორ არაადამიანურად მეპყრობოდნენ", - ყვება ბაბაევი.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი