გორის მუნიციპალიტეტში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევის ადგილზე დღეს დილიდან მუშაობენ სამართალდამცველები.

როგორც “მთავარს” ადგილობრივებმა უთხრეს, ყაჩაღობა გამთენიისას მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, თავდასხმის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე და რა რაოდენობის თანხა წაიღეს დამნაშავეებმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179 მუხლის მეორე ნაწილის (ბ) ქვეპუნქტი დაწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი