ჩხოროწყუს რაიონში 3 სხვადასხვა ობიექტი გაქურდეს - წაღებულია თანხა

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუს რაიონში დღეს 3 სხვადასხვა ობიექტი გაქურდეს. მათ შორისაა სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიები, აგრეთვე, 1 აფთიაქი. 

როგორც "მთავარმა" გაარკვია, აფთიაქიდან წაღებულია თანხა, ფსიქოტროპული დასახელების მედიკამენტები და შპრიცები. სასურსათო მაღაზიიდან კი გატანილია პროდუქტი, საყოფაცხოვრებოდან - ნივთები. 

სამივე ობიექტის შემთხვევაში გატეხილია კარი და ფანჯრები. ამასთან, "მთავარი არხის ინფორმაციით", დამნაშავეებმა წიანსწარ ჩაჭრეს დაცვის სიგნალიზაცია. 

შსს ადასტურებს ქურდობის სამივე ფაქტს და ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი