თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილის მდგომაროება ამ დროისთვის მძიმეა - ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც "მთავარმა" გაარკვია, მომხდარს წუხელ წინ უძღოდა დაპირისპირება თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან. ბექაური გიორგი ხუმარაშვილს აიძულებდა, მუნიციპალიტეტის მერის - მეჭიაურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. როგორც ხუმარაშვილის დედა ამბობს, მათ შეხვედრას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. საბოლოოდ კი 22 წლის ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა.

თამაზ მეჭიაური ჯერჯერობით მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. რაც შეეხება ზურაბ ბექაურს, ის კატეგორიულად უარყოფს მეჭიაურის მძღოლთან დაპირისპირებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი