სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას, "ფორთოხლის გამყიდველს" ქიქოძის ქუჩაზე მდებარე მარკეტიდან, აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას გამოძიება სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია "პოსტივის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავება.

ადვოკატის თქმით, ვიტალი გუგუჩია თავდაცვით რეჟიმში იმყოფებოდა. გუგუჩიაც ამბობს, რომ პროპაგანდისტული მედია ადგილზე სპეციალურად მივიდა პროვოკაციის მოსაწყობად.

ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების დღეს, უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთ აქტივისტს, რომელმაც მას "მონა" უწოდა, ქუჩაში გაეკიდა, გზად ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან ფორთოხალი აიღო და ესროლა. სწორედ ეს მაღაზია ეკუთვნის ვიტალი გუგუჩიას და მის ოჯახს, რომელთანაც ჯაფარიძე მეორე დღეს "ბოდიშის" მოსახდელად მივიდა, თუმცა საპასუხოდ კრიტიკა მიიღო. მომხდარიდან მალევე სამთავრობო მედიამ გუგუჩიას ოჯახს სოფელში ჩააკითხა. არხის მფლობელი თავად ვიქტორ ჯაფარიძეა. გუგუჩიების კარ-მიდამოში, "პოსტივის" წარმომადგენლებსა და ვიტალი გუგუჩიაშ შორის დაპირისპირება მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი