
კორონავირუსი ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც "მთავარს" უნივერსიტეტის პრესსამსახურში უთხრეს, ოთხივე მათგანი ადმინისტრაციის თანამშრომელია.
მათივე ცნობით, ინფიცირებულები დისტანციურად მუშაობდნენ და სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
18 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.