მესტიის მუნიციპალიტეტში 55 წლის ქალი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში 55 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაჭრილი, მზია ყოფიანი და მისი ქმარი სოფელში გადაადგილდებოდნენ. 

ცოლ-ქმარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც შუახნის ქალის ქმარს დაპირისპირება ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ქმრისთვის ნასროლი ტყვია ცოლს გულმკერდის არეში მოხვდა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ცოლ-ქმარს გზის პირას მდებარე ტყიდან ესროლეს.  

დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი