კორონავირუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. უწყების ცნობით, მათი გეგმიური ტესტირების დადებითი პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები შესაბამის დაწესებულებებში იმყოფებიან, სადაც მკურნალობას გადიან. 

მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის განცხადებაში. 

18 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 119;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 435;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი